უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედია ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანებულია კერძო სექტორი. დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ხოლო 23 დაზიანდა.

მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის წარმომადგენლები და მაშველები.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დონეცკის რეგიონში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა დააფიქსირეს.

მანამდე უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ზოგიერთ ცენტრალურ რაიონში ბალისტიკური იარაღისა და საავიაციო თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.