უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთიდან გაშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთიდან გაშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთიდან გამოშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.

„უკრაინის საჰაერო ძალებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, გაანადგურეს მტრის 15 უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის ტერიტორიაზე, ხერსონისა და კიევის რეგიონებში“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური ჯგუფები.

ამასთან ერთად, რუსეთმა დონეცკის რეგიონის მიმართულებით ორი S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვა.