უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 36 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 36 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს

რუსეთი უკრაინას ღამით 36 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 26 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 39 სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა ერთი სარაკეტო და 63 საჰაერო დარტყმა, 47 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, როგორც ჩვენი ჯარების პოზიციებზე, ასევე ჩვენი სახელმწიფოს სამოქალაქო ობიექტებზე, დაინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბახმუტის მიმართულებით, დონეცკის ოლქში მტრის ოთხი თავდასხმა მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით.

როგორც უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინელებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება დონეცკის რეგიონის ანდრეევკის რაიონში, აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.