უკრაინელი ჟურნალისტი - წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ კონკურენციას ჯერ აგებს, მაგრამ ჩამოყალიბების პროცესშია
უკრაინელი ჟურნალისტი - წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ კონკურენციას ჯერ აგებს, მაგრამ ჩამოყალიბების პროცესშია

„წიტაიშვილი ჯერ კიევის „დინამოში“ კონკურენციას აგებს“, – ამის შესახებ პოპულარულმა უკრაინელმა ჟურნალისტმა და ვიდეო ბლოგერმა იგორ ციგიგანმაიუთუბ“ არხზე საკუთარ საავტორო გადაცემაში განაცხადა.

კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი რუსლან როტანმა 21-წლამდელთა ევროკვალიფიკაციის ბოლო ორი მატჩისთვის უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია. უკრაინის ახალგაზრდული გუნდი 13 ნოემბერს „ტა-ქაალის“ სტადიონზე მალტას ესტუმრება, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიას 17 ნოემბერს კოვალივკაში მიიღებს.

გიორგი წიტაიშვილი შეკრებაზე იმედგაცრუებული მიდის, რადგან კიევის „დინამოში“ 19 წლის ქართველი თავდამსხმელის პოზიციები საგრძნობლად შეირყა. მას გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსეი მიხაილიჩენკომ თავის გამოჩენის შანსი მისცა და ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, მაგრამ რუმინელი მირჩა ლუჩესკუს დანიშვნის შემდეგ სათადარიგოებში დასვეს.

კიევის „დინამოს“ შეტევის მარჯვენა ფლანგზე ერთმანეთს უპირისპირდებიან ვიქტორ ციგანკოვი, ჟერსონ როდრიგესი და გიორგი წიტაიშვილი.

ლუჩესკუსთან, ისევე როგორც თავის დროზე ლობანოვსკისთან, ვარჯიშობ – თამაშობ, არ ივარჯიშებ – არ თამაშობ. კარგად გამოიყურები – გამოდიხარ მინდორზე, ცუდად გამოიყურები – სკამზე ზიხარ. ძველი დამსახურება არ არსებობს. ციგანკოვის მაგალითი ამას ადასტურებს. ძირითადში დასაბრუნებლად დიდი შრომა დასჭირდა. ვფიქრობ, რომ ლუჩესკუმ კარგად იცის, რას აკეთებს. წიტაიშვილი ახლა ჩამოყალიბების პროცესშია. დარწმუნებული ვარ, თუ გიორგის ხასიათი აქვს, ის „დინამოს“ მთავარ შემადგენლობაში ითამაშებს“, – ამბობს ციგანიკი.