უგანდის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს თავს დაესხნენ 
უგანდის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს თავს დაესხნენ 

უგანდის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურზე, გენერალ კატუმბა ვამალაზე, რომელიც ამჟამად შრომისა და ტრანპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებს, თავდასხმა განხორციელდა.

თავდასხმა უგანდის დედაქალაქ კამპალაში, მინისტრის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა.

მოტოციკლეტებზე მჯდომმა ოთხმა თავდამსხმელმა მინისტრის ავტომობილის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას გენერლის ქალიშვილი და მძღოლი ემსხვერპლნენ, თავად ვამალა კი, ორივე ხელშია დაჭრილი.

თავდასხმა იმ უბნში განხორციელდა, სადაც 2017 წელს უცნობებმა პოლიციის მაღალჩინოსანი და მისი მცველი მოკლეს.