თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო ფოთიდან ორი პირი აჭარაში, კარანტინში გადაიყვანეს
თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო ფოთიდან ორი პირი აჭარაში, კარანტინში გადაიყვანეს

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო ორი პირი აჭარაში, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მათ საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

„ეს ადამიანები არიან გერმანიიდან ჩამოსულები. ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ შენიშნა საპატრულო პოლიციამ, საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფმა კი გადაიყვანა ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობენ, ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.