თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 812-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში თურქეთში 87 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში თურქეთის ტერიტორიაზე კორონავირუის 4177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 38 266-ს მიაღწია.
ამასთან, ვირუსით გამოჯანმრთელდა 1864 პაციენტი.