თურქეთის პრეზიდენტმა 2013 წლის საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა
თურქეთის პრეზიდენტმა 2013 წლის საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა 2013 წლის საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მოვლენებს აფინანსებდა ცნობილი უნგრელი ებრაელი – სოროსი. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ფული აქვს და მას ხალხის დასაყოფად და სახელმწიფოს დასანგრევად ხარჯავს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

საპროტესტო აქციები 2013 წელს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა, როდესაც ტაქსიმის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა გეზის პარკში ხეების მოჭრა გააპროტესტეს.

თურქეთის ხელისუფლება ფიქრობს, რო საპროტესტო აქციებს მაშინ რადიკალები შეუერთდნენ, რომლებმაც პროვოკაციები მოაწყეს.