თურქეთი ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ავიაბაზას მოაწყობს
თურქეთი ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ავიაბაზას მოაწყობს

თურქეთის ხელისუფლება ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული უფუნქციო სამხედრო აეროპორტის გარდაქმნაზე და უპილოტო საფრენი აპარატების მუდმივი ავიაბაზის მოწყობაზე მუშაობს. მედიის ინფორმაციით, ავიაბაზის გახსნის ცერემონია მიმდინარე წლის 20 ივლისს გაიმართება.

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება სამხედრო აეროპორტის გარდაქმნის თაობაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთსა და ლიბიას შორის საზღვაო საზღვრების დადგენის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა.

20 ივლისის გახსნის შემდეგ, ავიაბაზა მიიღებს როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო ტიპის დრონებს. ტერიტორიაზე განთავსდება უპილოტო საფრენი აპარატების სარემონტო ცენტრი, აგრეთვე, იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები. დამატებით, ავიაბაზა F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლის მიღებასაც შეძლებს.

ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა არაღიარებული ტერიტორიაა, რომელსაც თურქეთის გარდა, არც ერთი გეოპოლიტიკური სუბიექტი არ აღიარებს.