ამერიკულმა ჟურნალმა Time მიხეილ სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკოსების ხუთეულში შეიყვანა
ამერიკულმა ჟურნალმა Time მიხეილ სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკოსების ხუთეულში შეიყვანა

ამერიკულმა ჟურნალმა Time საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2018 წლის ძებნილი პოლიტიკოსების ხუთეულში შეიყვანა. როგორც გამოცემა განმარტავს, ნუსხაში ის ძებნილი პოლიტიკოსები მოხვდნენ, რომლებმაც 2018 წელს მედიის ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურეს.

სააკაშვილის გარდა სიაში არიან: კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი, ვებგვერდ „ვიკილიქსისის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, ერდოღანის კრიტიკოსი ფეთჰულა გიულენი და კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი.

პუბლიკაციაში ძებნილი პოლიტიკოსების ისტორიებიც არის მოთხრობილი.

„განათლება დასაველთში მიიღო, სააკაშვილი იყო „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ ლიდერი. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ მას ბრალი ბიუჯეტის გაფლანგვასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დასდეს. მოგვიანებით, ის უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას დათანხმდა და ოდესის გუბერნატორი გახდა“, -წერს Time-ი სააკაშვილზე.

გამოცემის ცნობით, 2016 წელს სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტი დატოვა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. „უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს კრიმინალური დაჯგუფების დახმარებაში ადანაშუალებს, რომელსაც უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უდგას სათავეში“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა მსოფლიო მედიის ყურადღება ბოლოს მაშინ მიიპყრო, როდესაც ის უკრაინელ სამართალდამცავებს კიევში ერთ-ერთ სახლის სახურავზე გაექცა.