The Times - ბოლო კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სამ მცდელობას გადაურჩა, გეგმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან
The Times - ბოლო კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სამ მცდელობას გადაურჩა, გეგმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან

გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს, თუმცა გეგმის განხორციელება რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, „თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის მოსაკლავად ორი დაჯგუფება: „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ჩეჩნური სპეცრაზმი გაიგზავნა, მაგრამ მცდელობებს ხელი შეუშალეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ცალკეულმა ელემენტებმა, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან.

„თაიმსის“ ცნობით, „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა კიევში გეგმის განხორციელებისას დანაკარგები განიცადეს და ამბობენ, რომ შეშფოთებული იყვნენ იმით, რამდენად ზუსტად მოელოდნენ უკრაინელები მათ ნაბიჯებს. გავრცელებული ცნობით, ზელენსკის უსაფრთხოების გუნდი მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით კარგად იყო ინფორმირებული. გასული კვირის ბოლოს, კიევის გარეუბანში ასევე გაანეიტრალეს ჩეჩნური სპეცრაზმის წევრები.