თეთრი სახლი კონგრესს უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის 105 მილიარდამდე დაფინანსების გამოყოფას სთხოვს
თეთრი სახლი კონგრესს უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის 105 მილიარდამდე დაფინანსების გამოყოფას სთხოვს

თეთრმა სახლმა სთხოვა კონგრესს უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 105 მილიარდი დოლარის დაფინანსების გამოყოფა.

ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა დახმარებამ უნდა უზრუნველყოს მათ შორის ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება.

„დახმარება ხელს შეუწყობს რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრისა და ისრაელზე „ჰამასის“ საშინელი თავდასხმების გლობალური ჰუმანიტარული ზემოქმედების შერბილებას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.