ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს [ვიდეო]
22:31, 07.12.2024
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს.
პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს, გიორგი შეწირულს.
შემთხვევის ადგილზე „ტვ პირველის“ მეორე გადამღები ჯგუფი მივიდა, მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს დაზიანებები აღენიშნებათ.