ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფოკუსირებულია სიცოცხლის გადარჩენაზე, დასაკარგი დრო არ არის
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფოკუსირებულია სიცოცხლის გადარჩენაზე, დასაკარგი დრო არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფოკუსირებულია სიცოცხლის გადასარჩენად, დასაკარგი დრო არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

„დასაკარგი დრო არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავრი მიზანია, ემსახუროს ხალხს, გადაარჩინოს სიცოცხლე და შეაჩეროს კოვიდ 19- ის პანდემია“ ,- წერს გებრეისუსი.

შეგახსნებთ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეეთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.