ტედროს ადანომ გებრეისუსი - პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს
ტედროს ადანომ გებრეისუსი - პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის კონტროლი შესაძლებელია. ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, რომ უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს.

„მესამე კვირაა, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები იზრდება, მაგრამ გლობალურად, ეს სასიხარულო ამბავია. ეს ამბობს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, თუნდაც ახალი ვარიანტების გაჩენის შემთხვევაში“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით ახალი შემთხვევების კლება პანდემიის გამო მსოფლიოში მიღებული ზომების ეფექტიანობას აჩვენებს.