ტედროს ადანომ გებრეისუსი - არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ „ომიკრონი“ მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა ვარიანტი
ტედროს ადანომ გებრეისუსი - არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ „ომიკრონი“ მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა ვარიანტი

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი დელტა ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ამჟამად არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ „ომიკრონი“ მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა ვარიანტი“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მეორე და მესამე თაობის ვაქცინების შემუშავებით, ასევე ანტიმიკრობული სამკურნალო პრეპარატების და სხვა ინოვაციების შემუშავებით, 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ დაავადებას შედარებით მსუბუქ დაავადებას მივაკუთვნებთ, რომლის თავიდან აცილება, მკურნალობა და რომელთან გამკლავებაც მომავალში მარტივი იქნება. თუ ჩვენ ვირუსის გადაცემას მინიმუმამდე დავიყვანთ, პანდემიის დასრულებას შევძლებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ექსპერტმა, მაიკ რაიანმა.

თავის მხრივ, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა წარმოადგინოს „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რათა პანდემიაზე რეაგირებას ხელი შეუწყოს.