თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა იმართება
თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა იმართება

თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მიემართებიან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ.

უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და უკრაინის მოქალაქეები.