თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის [ვიდეო]

ხანძარია თბილისში. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 200 კვ.მ ფართობი და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.

ადგილზე ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობს.

ფოტო/ვიდეო: გიორგი ჩიკვილაძე