თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მექანიზაციის, იფნევის, გოგაშენის, დვირის, ედისის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ვაზიანის, ჟველაურის, ზვარეთის, არალეთის, თორნიკე ერისთავის, მოლითის და კვერნაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტელეგრაფის ჩიხის, ათონელის, სანაპიროს, შოთა ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ფხოვის, ფურცელაძის, ხაზინის, ვეკუას, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალასანიას და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანია „თელასში“.