„თაიმსი“ - 2020 წლიდან მოყოლებული, ეროვნულმა ნაკრებებმა 36 საეჭვო მატჩი ითამაშეს
„თაიმსი“ - 2020 წლიდან მოყოლებული, ეროვნულმა ნაკრებებმა 36 საეჭვო მატჩი ითამაშეს

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებებმა 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 36 საეჭვო მატჩი ითამაშეს, – ასეთია გაზეთ „თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები.

გამოძიება ეფუძნებოდა ტოტალიზატორებში ფსონების დინამიკას.

ასევე შეადგინეს პოტენციური დარღვევების ჩამონათვალი, მაგალითად, ფეხბურთელების მოსყიდვა გაშვებული გოლებისა და მსაჯების მოსყიდვა ყვითელი ბარათების რაოდენობებზე.

ორი წლის განმავლობაში მსგავსი მატჩების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. თითქმის ყველა მიეკუთვნება მამაკაცთა ფეხბურთს. ქალთა ფეხბურთში პირიქით, შეიმჩნევა საეჭვო მატჩების კლების ტენდენცია.