სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება.

კოვიდშეზღუდვების გამო, სესია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება. გამომსვლელთა ნაწილი სხდომაზე ონლაინ ჩაერთვება.

სესიის ფარგლებში დელეგატებს მიმართავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ასევე დაგეგმილია ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის სიტყვით გამოსვლაც. დელეგატების წინაშე წარდგება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

სესიის დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ევროსაბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ხედვების შესახებ დებატებსა და რეზოლუციის მიღებას. ამას გარდა, სესიაზე, საგანგებო დებატებზე განიხილავენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხს, ასევე იმსჯელებენ თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. დაგეგმილია ასევე დებატები „რუსეთი საფრთხესა და მისწრაფებაზე მსოფლიოსა და ევროპაში“.

ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის საგაზაფხულო სესია 22 აპრილამდე გაგრძელდება.