სპეცოპერაციის ადგილიდან სავარაუდოდ სამი დაჭრილი გაიყვანეს 

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს. როგორც პირველი არხის ჟურნალსიტი ადგილიდან იუწყება, სპეცოპერაციის ზონიდან სასწრაფო სამედიცინო  დახმარების სამი მანქანა გამოვიდა. ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.