სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 921-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 921-მდე გაიზარდა

სომხეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 921-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში სომხეთის საავადმყოფოებში მკურნალობას ამ დროისთვის 773 ადამიანი გადის. 138 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 10 კი, დაიღუპა.