სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა, 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 2 856 ტესტი ჩატარდა.

პირველი ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 978 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 213 813 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 448 ადამიანი გარდაიცვალა, 1 086 ადამიანის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.