სომხეთსა და აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დილიდან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება
სომხეთსა და აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დილიდან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

სომხეთსა და აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დილიდან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მხარეების ინფორმაციით, განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ფრონტის ხაზის სამხრეთის მიმართულებით. თუმცა, სიტუაციის სერიოზული ცვლილების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სომხეთი იუწყება, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარე რაიონულ ცენტრ მარდაკერტს. ერევანში ასევე ამტკიცებენ, რომ მათ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც ბაქოში უარყოფენ.

აზერბაიჯანელი სამხედროები აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონის სამხრეთის მიმართულებით შეტევის შედეგად, სომხეთის სამხედრო ნაწილები გაანადგურეს. ბაქოში ასევე ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯებრაილის რაიონის კიდევ ერთი დასახლება დაიკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.

აზერბაიჯანის პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ 27 სექტემბრიდან დღემდე სომხეთის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, 63 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 292 დაშავდა.