სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი დაიკავა
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი დაიკავა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი დაიკავა. საუბარია ქალაქ გუბადლიზე. ეს განცხადება სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არწუნ ჰოვანისიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგემ რამდენიმე მიმართულებით წინ წაწევა შეძლო.

„ხვალ ჩვენ განახებთ ამ ტერიტორიებს ინტერაქტიული რუკის მეშვეობით“, – განაცხადა ჰოვანისიანმა.

პარალელურად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ არხზე გაავრცელა ვიდეო, რომელიც ქალაქ გუბადლიშია გადაღებული. ეს უკვე მეხუთე რაიონული ცენტრია, რომლის დაკავების შესახებაც ამ თვეში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან.

გუბადლი სომხეთის საზღვრიდან ექვს და ქალაქ ლაჩინიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ლაჩინზე გადის მთავარი გზატკეცილი, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს.

შეგახსნებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება.