სომხეთის ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს
სომხეთის ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ხმების 2,54 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს.

სომხური მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის საარჩევნო ბლოკს ხმების 61,47 პროცენტი აქვს. ბლოკმა „სომხეთმა“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ხმების 17,58 პროცენტი მიიღო.

მესამე ადგილზეა გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ 5,42 პროცენტით. მეოთხე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც ხმების 5,38 პროცენტი აქვს. აღნიშნული ბლოკის ლიდერი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარქსიანია.