„სიენენი“ - აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს
„სიენენი“ - აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს

აშშ განიხილავს უკრაინაში „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას, რათა მხარი დაუჭიროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ, – როგორც „სიენენი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„პეტრიოტი“ არის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც განიხილება. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება დაეხმაროს უკრაინელებს, წინ აღუდგნენ რუსეთის თავდასხმებს. ასე რომ, ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა“, – განაცხადა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა ანონიმურად ტოვებს.

პარალელურად, პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „ამჟამად არ გეგმავს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ბატარეების მიწოდებას“.