შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს ალტერნატიული ისტორია მოვისმინეთ
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს ალტერნატიული ისტორია მოვისმინეთ

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს ალტერნატიული ისტორია მოვისმინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსეთის მოყვანა არგუმენტად გაცვეთილია და არავინ უსმენს.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და ეს იყო პიარი. ასევე 7 ნოემბერი იყო გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან დაცვა. ეს არის ალტერნატიული ისტორიის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ყვებოდა და ახლა ისევ აგრძელებენ ისტორიის ასე წარმოჩენას და მხარდაჭერების დაჯერებას. მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები თითქოს და რეფორმებს სჭირდებოდა, ეს არის ცინიკური მიდგომა – როცა ხეს ჭრი ნაფოტები ცვივა. სამწუხაროდ, როცა სინანული არ არსებობს, სწორედ ასე ნაფოტებად ხედავენ გირგვლიანს, დარბეულ ადამიანებს და იმ მსხვერპლებს, ვინც სააკაშვილის მსხვერპლნი არიან. სინანულის ორი აქტი არსებობს – ადამიანური, რომელიც მას არ აქვს და სამართლებრივი სინანული. როგორც ხედავთ, ის სამართლებრივად არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს. გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვთ და როგორც ჩანს, არც ადამიანურად, არც სამართლებრივად არ ინანიებს. 7 ნოემბრის საქმეში დემონსტრანტების დარბევის გარდა, არსებობს ტელევიზიის დარბევის და მისაკუთრების საქმე. ის კადრები კარგად გვახსოვს, როცა თითქოს, ეს იყო ბიზნესტრანზაქციები და სინამდვილეში გიორგი არველაძეს ერთ ლარად გასაღები გადასცა ტელევიზიის. ხომ არ იტყვის დამნაშავე ვარო და რაღაცეები უნდა გამოიგონოს. როცა ხდება კონტექსტის გარეშე რუსეთის მოშველიება, „ნაციონალური მოძრაობა“ აუბრალოებს ოკუპაციის სიმძიმეს და აწვრილმანებს ცალკეულ ადამიანებზე. რუსეთის მოყვანა არგუმენტად გაცვეთილია და არავინ უსმენს. რაც შეეხება მის განცხადებას სიყვარულზე და სითბოზე, გასაგებია, რომ ის იდილია არ დახვდა, რაც მის დროს მედიაში სუფევდა, რადგან მთელი მედია ერთი ხელით იმართებოდა და ვნახულობდით, როგორი მშვენიერი იყო ქვეყანა და როგორ ვითარდებოდა. ერთი ობიექტი რამდენჯერმე იხსნებოდა და გვაჯერებდნენ, რომ ეს იყო უნიკალური საწარმო. ციხესა და მის გარეთ ადამიანის უფლებების დარღვევა მიმდინარეობდა, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა. როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით სხვაობა იხილა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.