შაკილ ო'ნილი ყველაზე სასაცილო სპორტსმენად აღიარეს
შაკილ ო'ნილი ყველაზე სასაცილო სპორტსმენად აღიარეს

პოპულარულმა პორტალმა „ვოჩმოჯომ“ (WatchMojo) გამოაქვეყნა 10 ყველაზე სასაცილო სპორტსმენის რეიტინგი. სია შეადგინეს ათლეტების საინტერესო ინტერვიუების, ექსტრავაგანტული საქციელისა და იუმორის გრძნობის საფუძველზე.

რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა შაკილ ო’ნილმა. მიუხედავად იმისა, რომ პორტალი ცოტა ყურადღებას უთმობს ფეხბურთს, ერთი ფეხბურთელი მაინც მოხვდა ამ რეიტინგში – „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

სრულად რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი)
2. მოჰამედ ალი (კრივი)
3. პეიტონ მენინგი (ამერიკული ფეხბურთი)
4. ჩარლზ ბარკლი (კალათბურთი)
5. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი)
6. ბრეტ ფავრი (ამერიკული ფეხბურთი)
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ფეხბურთი)
8. პი კეი სუბანი (ჰოკეი)
9. ბრაიან უილსონი (ბეისბოლი)
10. ჯერემი რიონიკი (ჰოკეი)