ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა სასამართლო პროცესის გადადებაზე, რომელიც დონალდ ტრამპის თაღლითობაში დადანაშაულებას ეხება
ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა სასამართლო პროცესის გადადებაზე, რომელიც დონალდ ტრამპის თაღლითობაში დადანაშაულებას ეხება

ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა 2 ოქტომბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესის გადადებაზე, რომელიც დონალდ ტრამპის თაღლითობაში დადანაშაულებას ეხება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სასამართლომ გააუქმა მოსამართლე დევიდ ფრიდმანის 14 სექტემბრის ბრძანება სასამართლო პროცესის შეჩერების შესახებ.

ცნობისთვის, ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, არტურ ენგორონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი შვილები თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო.

დონალდ ტრამპს გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა გასული წლის სექტემბერში უჩივლა. მან ტყუილში დაადანაშაულა ტრამპი და მისი სამი შვილი, დონალდ ტრამპ უმცროსი, ერიკ და ივანკა ტრამპები. ჯეიმსი ამტკიცებდა, რომ თაღლითობა იყო ჩადენილი საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით.