სარა სანდერსი - აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ვნებს
სარა სანდერსი - აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ვნებს

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ვნებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განცხადა.

თუმცა, მისი განმარტებით, ვლადიმერ პუტინთან დიდი ოცეულის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების მიზეზი ამჯერად უკრაინაა. ლიდერები სამიტის ფარგლებში ერთმანეთთან მხოლოდ გაისაუბრებენ.

„რუს ალქაჯებზე ნადირობა ძირს უთხრის ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. თუმცა შეხვედრის გაუქმების მიზეზი უკრაინაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოგვარდება და პროდუქტიული დიალოგი დაიწყება“, – განაცხადა სარა სანდერსმა.