საქსტატი - თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი გაიზარდა
საქსტატი - თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 1.2 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 8.5 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.3 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი).

2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 1.6 პროცენტით, ხოლო ბინებზე 1.0 პროცენტით.