საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით 13:35-ზე, დაბა ყაზბეგთან მოხდა.