საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი

საქართველოში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 52 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4829 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410.