საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა, მათგან 52 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა, მათგან 52 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.