საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 306-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 775 პირს დაუდასტურდა, 1 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.