საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 162-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 228 პირს დაუდასტურდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა.