საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 215-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 530 პირს დაუდასტურდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 10 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 490 შემთხვევა გამოვლინდა, 2 056 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.