საქართველოს პირველმა არხმა ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური სერიალის გადაღება დაიწყო

საქართველოს პირველმა არხმა დოკუმენტური სერიალის „პატარა კახი“  გადაღება დაიწყო, – ამის შესახებ დოკუმენტური სერიალის იდეის ავტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „დღის კოდში“ განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სერიალის გადაღება 2020 წლიდან, ერეკლე მეორის 300 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გადაღებების პროცესი შეაფერხა.

„გუშინ დავიწყეთ ახალი პროექტის გადაღება, რომელიც ეძღვნება ერეკლე მეფეს, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოღვაწეს. სწორედ ამ ადამიანმა განსაზღვრა მნიშვნელოვანწილად ჩვენი ქვეყნის ევროპული ორიენტაცია და ის, რომ ახლა ევროპულ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ. იგეგმება რამდენიმე სერიის გადაღება, პროექტი საკმაოდ რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალ წელს შევძლებთ ჩვენებას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

დოკუმენტური სერიალის სცენარის ავტორები არიან აკა მორჩილაძე, კოტე ჯანდიერი და ვასილ მაღლაფერიძე, რეჟისორია ლევან ახობაძე.

დატოვე კომენტარი