საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრები სტადიონის შესასვლელთან დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსი ნაკრებს შორის უმაყურებლოდ გაიმართება.

საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გამო, მაყურებელთა თავშეყრა მიზანშეუწონლად ჩაითვალა, მაგრამ ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრები მარტო არ დატოვა.

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სტადიონზე შესვლისას ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს თბილისში, 8 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შეხვდება – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება. 19:10 საათზე კი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ საგანგებო გადაცემა დაიწყება, რომლის სტუმრებიც ალექსანდრე ჩივაძე და გიორგი ნემსაძე იქნებიან.