საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე დღეს უელსს დაუპირისპირდება | იაპონია 2019

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გახსნით მატჩს დღეს გამართავს და უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს ბორჯღალოსნები ქალაქ ტოიოტას სტადიონზე გამართავენ.

მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მანამდე კი საქართველოს პირველ არხზე, 13:30 საათიდან წინასარაგბო გადაცემის ნახვა შეგეძლებათ.