ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას ახალგაზრდული ევრო 2023-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის მხრიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობაიშვილი, გენერალური მდივანი და ტურნირის დირექტორი დავით მუჯირი, ვიცე პრეზიდენტი, ტურნირის ელჩი ალექსანდრე იაშვილი და პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობენ, მათ შორის: ნიდერლანდები, ინგლისი, გერმანია, ჩეხეთი, ისრაელი, რუმინეთი, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ნორვეგია, ესპანეთი.

შეხვედრის მთავარი თემა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გახლდათ, რომელიც მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში იმართება. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დიპლომატებს ინფორმაცია ტურნირის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.