ელიგა 25 თებერვალს განახლდება #1TVSPORT
ელიგა 25 თებერვალს განახლდება #1TVSPORT

უმაღლეს ლიგაში პირველი ტურის მატჩები 25 თებერვალს გაიმართება და კალენდარიც ცნობილია, – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

2023 წლის სეზონის პირველ მატჩში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო „დილა“ გორში ჩემპიონ „დინამო თბილისს“ შეხვდება. ტურის დარჩენილი შეხვედრები 26 თებერვალს ჩატარდება. 9 ივნისიდან ეროვნულ ლიგაში შესვენება დაიწყება და თამაშები 5 აგვისტოს განახლდება.

ლიგაში 2-ში დაქვეითდნენ ბოლნისის „სიონი“ და თბილისის „ლოკომოტივი“, ხოლო გადმოვიდნენ ქობულეთის „შუქურა“ და „სამტრედია“, რომლებიც 2021 წელს დაქვეითდნენ და ერთ სეზონში ეროვნულ ლიგაში ისევ ერთად დაბრუნდნენ. რაც შეეხება ლიგა 2-ს, აქ სეზონი 28 თებერვალს დაიწყება.

პირველი ტური

მერანი მრ – კოლხეთი ხბ

სპაერი – დინამო 2

ლოკომოტივი – სიონი

გარეჯი – მერანი თბ

ვიტ ჯორჯია – კოლხეთი 1913

შეგახსენებთ, ლიგა 2 „რუსთავმა“ დატოვა, ხოლო ქვედა ლიგიდან დაწინაურდნენ „დინამო თბილისი-2“, ფოთის „კოლხეთი 1913“ და ხობის „კოლხეთი“.

ორივე ლიგაში სისტემა იგივეა – 4 წრე, 36 ტური… ერთი გუნდი პირდაპირ გავარდება, ხოლო მერვე და მეცხრე ადგილოსნები პლეი-ოფში მომდევნო ლიგის მეორე-მესამე ადგილოსნებთან ითამაშებენ.

და კიდევ, წინა სეზონში ეროვნულ ლიგაში სიახლე მოხდა, მატჩებზე დაინერგა ვიდეორეფერის სისტემა (VAR). აღნიშნული სისტემის გამოყენება შერჩეულ თამაშებზე 2023 წლის სეზონშიც გაგრძელდება.