საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი გუშინ, ღამით დააკავეს.