სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 58 კოვიდდადასტურებული პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები კონტაქტების მოსაძიებლად. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 157 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 30 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 22 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 85 ადამიანი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.