სალომე ზურაბიშვილი - პირველი კუთხე, საიდანაც უნდა შევაღწიოთ ევროკავშირში, არის კულტურა
სალომე ზურაბიშვილი - პირველი კუთხე, საიდანაც უნდა შევაღწიოთ ევროკავშირში, არის კულტურა

კულტურით ქართველები მსოფლიოსთვის, ასევე ევროპისთვის, ევროკავშირისთვის არიან არამხოლოდ საინტერესო, არამედ საჭირო, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„კულტურა საქართველოსთვის არ არის ერთადერთი დარგი, არსებითი დარგი, ჩვენი ქვეყნის ხერხემალი, ჩვენი იდენტობის მატარებელი. კულტურის გარეშე ქართველები არ არიან მსოფლიოსთვის საინტერესო, მაგრამ კულტურით ქართველები არიან მსოფლიოსთვის არამხოლოდ საინტერესო, არამედ საჭირო, ასევე საჭირო ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. პირველი კუთხე, საიდანაც უნდა შევაღწიოთ ევროკავშირში, ეს არის კულტურის კუთხე. ეს არის ჩემი მცდელობები და ამაზე ვესაუბრები საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ ჩვენი ორივე ქვეყნის კულტურული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საფრანგეთი ასევე უნდა იყოს საქართველოს კულტურის დამცველი ევროკავშირში და ყველანაირად მხარი უნდა დაგვიჭიროს და ხელი შეგვიწყოს, რომ საქართველო გახდეს ცნობილი იმის გამო, რაც რეალურად არის, არამხოლოდ თავისი ღვინით, საჭმლითა და ტურიზმით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.