სახელმწიფო დეპარტამენტი - ვრჩებით ერთგული, რათა დავეხმაროთ საქართველოს შეთანხმების მიზნის მიღწევაში
სახელმწიფო დეპარტამენტი - ვრჩებით ერთგული, რათა დავეხმაროთ საქართველოს შეთანხმების მიზნის მიღწევაში

მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.

„კეთილი ნების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. განხორციელებაც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება. ვრჩებით ერთგული, რათა დავეხმაროთ საქართველოს, რომ ამ შეთანხმებამ მიზანს მიაღწიოს“,- წერს ნედ პრაისი.