საკადრო პრობლემები ესტონეთის ნაკრებსაც შეეხო - ბალტიისპირელთა მთავარი მეკარე ტრავმირებულია
საკადრო პრობლემები ესტონეთის ნაკრებსაც შეეხო - ბალტიისპირელთა მთავარი მეკარე ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრების მსგავსად, პრობლემები ესტონეთის ნაკრებსაც შეექმნა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდი 5 სექტემბერს ტალინში „ლე კოკ არენაზე“ ერთა ლიგის C2-ი ჯგუფის პირველ ტურში ესტუმრება.

ესტონელთა მთავარი მეკარე, „ფლორას“ წევრი მატვეი იგონენი ადგილობრივი ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დაშავდა, „ლეგიონთან“ მატჩის 35-ე წუთზე შეცვალეს (1:0). გუნდის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ნაკრების ხელმძღვანელობამ გაარკვია, რომ იგონენი ესტონეთის ნაკრებს სექტემბერში საქართველოსთან და სომხეთთან ვერ დაეხმარება.

იგონენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გამოცდილი არტურ კოტენკოთი ჩაანაცვლა – „ლევადიას“ 39 წლის მეკარემ კი ბოლოს ეროვნული გუნდში 2013 წლის ივნისში ითამაშა, როდესაც ესტონეთი ყაზახეთს დაუზავდა – 1:1.

ეროვნულ გუნდში გამოძახებულია კიდევ ორი ​​მეკარე – კარლ იაკობ ჰეინი და კარლ იოჰან პეხტერი, მაგრამ არცერთ მათგანს ჯერ ნაკრებში არ უთამაშია. გარდა იგნონენისა, სხვადასხვა მიზეზების გამო ესტონეთის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ერიკ სორგა, სიიმ ლუტსი, მარკო მეერიტცი და არტურ პიკი.