საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. „პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც დაშავდა ორი მუშა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე